IT სერვის დესკის გუნდი უზრუნველყოფს კომპანიის თანამშრომლების ტექნიკური ინციდენეტებისა და მოთხოვნების გადაჭრას წინასწარ შეთანხმებული მოგვარების ვადების დაცვითა და მაქსიმალურად ბიუჯეტური  მიდგომით.

 

რა არის გარანტი იმ მომსახურებისა, რომლითაც  კმაყოფილი დარჩებით? - სტანდარტებზე დაფუძნებული პროცესები, 12 წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილება, კვალიფიციური კადრები და ხარისხზე ორიენტირებული მენეჯმენტი.

 

ყველა ტექნიკური ინციდენტი იმართება ბილეთური სისტემით, რომელიც საერთაშორისო სტანდარტის ITIL -ის პრინციპებზეა დაფუძნებული. ბილეთური სისტემა ამარტივებს და აუმჯობესებს ტექნიკური ინციდენტების მენეჯმენტს, ანიჭებს რა  მათ წინასწარ შეთანხმებულ პრიორიტეტებს, რომელთა მოგვარების ვადებიც ასევე წინასწარ არის გაწერილი და პროგრამულად დაფიქსირებული. ეს გარანტია იმისა, რომ ინციდენტები იმართება არა რიგის,  არამედ პრიორიტეტების მიხედვით, რაც გულისხმობს რომ დროული და სათანადო ყურადღება ექცევა ინციდენტს, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს თქვენი ბიზნეს საქმიანობისთვის. ყოველი ბილეთის ციკლი კონტროლდება ზედა დონის მიერ. თქვენ ყოველთვის გაქვთ ინფორმაცია რა არის თქვენი ინციდენტისა და თუ სხვა ტექნიკური მოთხოვნის  რეაგირებისა და მოგვარების ვადა. სუვილისამებრ, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა წვდომა გქონდეთ ინციდენტების ბილეთურ სისტემაზე, სადაც თავად შეძლებთ კონტროლი გაუწიოთ თქვენს ან თქვენი კომპანიის მიერ დაფიქსირებულ მოთხოვნებს, მათზე რეაგირებებს, მათი მოგვარების გზებს, ა.შ. ასევე, გაქვთ შესაძლებლობა მოითხოვოთ პერიოდული რეპორტინგი თქვენთვის სასურველი კრიტერიუმების მიხედვით ( დახურული ბილეთების რაოდენობა, მოგვარების ვადები, მიმდინარე ბილეთები, ა.შ)

 

რას ფარავს IT სერვის დესკის მომსახურება?

  • კომპიუტერებისა და პერიფერიული მოწყობილობების გამრთვა, თრაბელშუთინგი და მეინთენანსი
  • თქვენთვის სპეციფიკური ტექნიკური პროდუქტის მხარდაჭერა, ასეთის არსებობის შემთხვევაში
  • ვირუსების, ინფორმაციის დაკარგვის, პროგრამების შეფერხებისა თუ ნებისმიერი კომპიუტერთან დაკავშირებული პრობლემების აღმოჩენა და მხარდაჭერა
  • ინტერნეტზე დაფიქსირებული ხარვეზების მოგვარება

 

მომსახურება გაცილებით მეტი კომპონენტისგან შედგება  ვიდრე აქ ჩამოვთვალეთ. IT სერვის დესკი დაეხმარება თქვენს თანამშრომლებს ნებისმიერი ტექნიკური ხარვეზის  დროს, რაც მათ სამუშაოს აფერხებს.



როგორ გეხმარებით?

ძირითად შემთხვევაში ნებისმიერ ტექნიკურ პრობლემას ვაგვარებთ დისტანციურად, რადგან შევამციროთ პრობლემის მოგვარების ვადა.თუმცა, თუკი ინციდენტის აღმოფხვრა ვერ ხერხდება დისტანციურად, ჩვენ დროულად უზრუნველვყოფთ ჩვენი ტექნიკური თანამშრომლის  ვიზიტს თქვენს კომპანიაში.

 

თუკი მომსახურების მოკლე მიმოხილვამ თქვენი ინტერესი გამოიწვია, დაგვიკავშირდით, რომ უფრო დეტალურად გავიაროთ როგორ შეგვიძლია ჩვენი შეთავაზების მორგება თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე.

IT მომსახურების მართვა გულისხმობს კომპანიის შიგნით ინფორმაციული ტექნოლოგიების დაგეგმარებას , მართვასა და გაუმჯობესებას ბიზნესისთვის ეფექტური შედეგის მისაღებად.  ერთერთი საუკეთესო საშუალება იმისათვის რომ თქვენი ბიზნესი შეუფერხებლად მართოთ  და თან ამავდროულად გქონდეთ კონკურენტული უპირატესობა პროდუქტისა თუ სერვისის დროულად და ხარისხიანად მიწოდებაში, IT მენეჯმენტის აუთსორსინგია. რადგან, მართვას კვალიფიციური გუნდი ჭირდება. აუთსორსი კი გაცილებით ბიუჯეტური  გადაწყვეტილებაა ასეთ შემთხვევაში.

 

რას ფარავს IT სერვის მენეჯმენტის მომსახურება?

  • ენდ იუზერები - IT პოლიტიკებისა და პროცედურების ჩამოყალიბება ყველა იმ პირისთვის, რომელსაც შეხება აქვს თქვენს IT ინფრატსრუქტურასთან
  • სერვისები -  აპლიკაციების, პროგრამული უზრუნველყოფების, აპარატურის  მართვა და კონტროლი
  • ხარისხი - ტექნიკური ინციდენტების მართვა, მათი დროული და შედეგიანი მოგვარების კონტროლი
  • ხარჯი - IT ბიუჯეტის მართვა და კონტროლი
  • ეფექტური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები - ეფექტური და ბიუჯეტური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შეთავაზება თქვენი ბიზნეს შედეგების გასაუმჯობესებლად

 

რას მიიღებთ ამ მომსახურების საშუალებით? - თქვენ დარწმუნებული იქნებით, რომ ტექნოლოგიები, ადამიანური რესურსი და პროცესები სწორად არის გადანაწილებული თქვენი ბიზნეს მიზნების მისაღწევად.

IT სერვის მენეჯმენტი საკმაოდ ვრცელ სიას მოიცავს იმ ბენეფიტებისა, რაც შეიძლება თქვენმა კომპანიამ მიიღოს მისი საშუალებით.დაგვიკავშირდით  და ჩვენ დავგეგმავთ თქვენთან შეხვედრას  მომსახურების დეტალურად გასავლელად.

თუ გჭირდებათ სერვერის დანერგვა ან გადატანა, მოგვმართეთ. ITCS –ს ჰყავს გამოცდილი გუნდი, რომელიც უკვე წლებია ეხმარება სხვადასხვა ბიზნესებს ახალი სერვერების დანერგვაში, ძველი სერვერების განახლებასა  და მათი ინფორმაციის გადატანაში. ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა პროცედურამ,   თუ არ იქნა სათანდოდ დაგეგმილი შესაძლოა გამოიწვიოს დამანგრეველი შედეგები ბიზნესისთვის. ასეთი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ დაგეგმოთ  და გაიაროთ უფასო ერთ საათიანი კონსულტაცია ჩვენს სპეციალისტებთან.



ჩვენს გამოცდილ ტექნიკურ გუნდს შეუძლია მართოს მთლიანი პროექტი ან დაეხმაროს თქვენს არსებულ IT გუნდს სისტემის დანერგვაში რაიმე ზიანის  და ყოვლდღიური საქმიანობის შეფერხების გარეშე. უმეტეს შემთხვევაში ვგეგმავთ და ვასრულებთ კომპანიის სრული ინფორმაციის გადატანას, ყოველდღიური საქმიანობის შეფერხების გარეშე. დაგვიკავშირდით