ნებისმიერი ზომის ან დარგის კომპანიას ესაჭიროება IT განყოფილება, რომელიც აქტიურად მოაგვარებს ნებისმიერ ტექნიკურ პრობლემას და უზრუნველყოფს კომპანიის საქმიანობის შეუფერხებელ მუშაობას. თქვენთან თანამშრომლობით, ჩვენ ვხდებით თქვენი კომპანიის პერსონალური IT განყოფილება. უნიკალური ტექნოლოგიების საშუალებით ვაწარმოებთ თქვენი სისტემის განუწყვეტელ მონიტორინგს და პრობლემების აღმოჩენას.
დარწმუნებული იყავით რომ ჩვენ ყოველთვის ხელმისაწვდომი ვართ იმ მომენტში, როდესაც თქვენ დახმარება გჭირდებათ!
ძირითადი შესაძლებლობები და მათი უპირატესობები:
შეუზღუდავი დისტანციური მხარდაჭერა (ტექნიკური, პროგრამული, ინტერნეტი) - ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება.
თქვენი კომპიუტერის დისტანციური მართვა (სახლიდან მუშაობის საშუალება)- დაზოგავთ დროს და ფულს. შესაძლებლობა გექნებათ იმუშაოთ ქვეყნის ნებისმიერი ადგილიდან.
ტექნიკური თანამშრომლის ადგილზე მისვლა, როდესაც ვერ ხერხდება პრობლემის დისტანციურად გადაწყვეტა- ნებისმიერი პრობლემის ადგილზე აღმოჩენა და გადაწყვეტა
ქსელის აქტიური მენეჯმენტი - ჩვენი პროფილაქტიკური სამუშაოები ზრდის თქვენი მუშაობის ეფექტურობას.
ადგილზე გეგმიური მისვლები- შესაძლო მოსალოდნელი საფრთხეებისა და პრობლემების წინასწარი დადგენა და შესაბამისი პრევენციული სამუშაოების შესრულება.
სისტემის მონიტორინგი 24/7 365