+995 322 98 22 03
+995 571 711 714

ს. ჩიქოვანის 4
თბილისი, საქართველო

GEO

ENG

მენიუ

2015 წლიდან ჩვენი კომპანია აქტიურად არის ჩართული "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების და სისტემების პროცესების დახვეწაში საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობით.

თავდაპირველად, ჩვენს მიერ ჩატარდა ინფორმაციული ტექნოლოგიების და სისტემების მიმოხილვითი შემოწმება, რომლის საფუძველზეც შესაბამისი კონსულტაციები იქნა გაცემული. 2016 წლის 1 იანვარიდან უშუალოდ მონაწილეობას ვიღებთ შიდა პოლიტიკებისა და პროცესების ჩამოყალიბებაში, რაც ხელს შეუწყობს IT პროცესების მაქსიმალურ ეფექტიანობას.

ნაო, რომელიც ჩვენმა კომპანიამ საქართველოში 2015 წლის გაზაფხულზე ჩამოიყვანა, ფრანგულის წარმომავლობის ჰუმანოიდი რობოტია. მას აქვს ხმის, გარემოს, მოძრაობის, დაბრკოლებების აღქმის სენსორები. აქვს ვიზუალური მახსოვრობა და 25%-იანი დამოუკიდებლობა. საუბრობს 19 ენაზე.
მისი ძირითადი მიმართულება საგანმანათლებლო სფეროა. მსოფლიო საგანმანათლებო ტენდენციებს თუ გავითვალისწინებთ, ნათელია, რომ სასწავლო პროცესის წარმატება უკვე ძალიან დამოკიდებული ხდება თუ რამდენად არის ინფორმაციული ტექნოლოგიები ჩართული საგანმანთლებლო პროცესში. აღსანიშნავია რომ ეს მოტივაციას უქმნის არამარტო ნიჭიერ ბავშვებს, არამედ ნორმალური და შედარებით სუსტი აკადემიური მოსწრების ბავშვებსაც რთავს სასწავლო პროცესში.

რაც შეეხება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, ნაოს შეუძლია აპლიკაციებით მათ სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმაროს. ASK (Autism Solution for Kids) Nao მსოფლიო დონეზე აღიარებული პროგრამაა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის თერაპევტები იყენებენ თერაპიულ კურსებში ( ინგლისი, ამერიკა, საფრანგეთი,ა.შ). ამ პროგრამის ფარგლებში გაერთიანებულია 60-მდე სხვადასხვა ვერბალური თუ არავერბალური აპლიკაცია, რომელიც თერაპევტების მიერ არის შემუშავებული სპეციალურად აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან საკომუნიკაციოდ.

მისი პროგრამული უპირატესობა არის შესაძლებლობა, რომ თითეულ ბავშვზე აისახოს ისტორია და შემდგომი პროგრესი ცალკეული აპლიკაციის მიხედვით თუ რამდენად ვითარდება ბავშვის ესა თუ ის უნარი ნაოს ჩართულობით. მონაცემები ხელმისაწვდომია როგორც თერაპევტებისთვის, ასევე ბავშვის მშობლებისთვის.შესაბამისად, ყოველი თერაპიული კურსის შემდეგ გვაქვს თვალსაჩინო გრაფიკა თუ როგორი შედეგი ჰქონდა მას.

ეს პროექტი საშუალებას გვაძლევს ხელი შევუწყოთ თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართულობას როგორც დაწყებით და საშუალო სკოლებში, ასევე სპეციალურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტებიდან ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური არის საქართველოში პირველი, მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი რუსთავის ავტობაზრობა, სადაც 6 ათასამდე მანქანის გასაჩერებელი ადგილია. ავტობაზრობის მთლიან ტერიტორიაზე დამონტაჟებული იქნა უახლესი ტექნოლოგიის შლაგბაუმები და გადახდის აპარატები, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არსებობს. ბაზრობის ტექნიკური პროექტი განხორციელდა ჩვენი კომპანიის ხელმძღვანელობით.